შპს „მექანიზატორის“ სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, ფერმერი ზურაბ თეთვაძე ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შირაქის ველებზე „პიონერის“ სათესლე ხორბლის ექსპერიმენტმა საუკეთესო შედეგები აჩვენა – არ იზიარებს.

გამოცდილი სპეციალისტი ფიქრობს, რომ „პიონერი“ ნამდვილად წარმატებული კომპანიაა, თუმცა მხოლოდ სიმინდსა და მზესუმზირაში, ხორბალში – ნაკლებად.

ქიზიყი.ge-მ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ კომპანია “კარტლისის” მენეჯმენტის ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ინფორმაციამ ძალიან დამაინტერესა, თუ შეიძლება, ვისთან რომელ ფერმერთან ეთესა აღნიშნული ხორბალი, არსებობს თუ არა ჩანაწერები? რამდენადაც მე ბატონ პეტრე ნასყიდაშვილისგან ვიცი, „პიონერი“ ძალიან წარმატებული კომპანიაა სიმინდში, მზესუმზირაში, სოიოში, ხორბალში ნაკლებად!,“ – მიიჩნევს ზურაბ თეთვაძე.

ქიზიყი.ge წერდა, რომ კომპანია „კარტლისის” მიერ ამერიკული კომპანია “პიონერის” სათესლე ხორბლის ორი ახალი ჯიშის საცდელმა თესვამ საუკეთესო შედეგები აჩვენა. საადრეო და საგვიანო ჯიშის სათესლე ხორბლების “ანაპოსა” და RP22R58-ის მოსავალმა, რაიონისა და ჯიშის გათვალისწინებით, ჰექტარზე 3-5 ტონა შეადგინა. ამავე ჯიშის ხორბალი დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზეც დაითესა, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა.

კომპანია “კარტლისის” მენეჯმენტის ინფორმაციით, ფერემერების დაკვირვებით და მიღებული მოსავლის რაოდენობის მიხედვით, განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა RP22R58-მა, რომელმაც წლეულს, არსებულ მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი მაღალი მოსავალი მოგვცა. /ქიზიყი.ge/

 

 

ამავე თემაზე: შირაქში “პიონერის” სათესლე ხორბლის თესვის ექსპერიმენტმა საუკეთესო შედეგი აჩვენა

 

 

კომენტარის დატოვება


რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს დედოფლისწყაროში თანამდებობების გადანაწილება?

View Results

Loading ... Loading ...
  • კონტაქტი

    ტელ: 593 275 275;
    ემაილი: info@qiziyi.ge
    კონტაქტის ფორმა
  • “სოჩიკები”

    www.wsa.ge
  • ძებნა

  • ამინდი