დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაია ლაპიაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სასამართლო განხილვა სამშაბათს, 12 მარტს გაგრძელდება. ლაპიაშვილი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს და აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს, თანამდებობას დატოვებს.

„დაიწყო მიტევების კვირა. მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის ძვირფასია, მომიტევონ, თუ რამე მიწყენინებია სკოლის დირექტორად მუშაობის დროს. ვარ კმაყოფილი, რომ 6 წლის განმავლობაში ამდენი წარმატება მოვუტანე პირველ საჯარო სკოლას. მადლობელი ვარ იმ ძლიერი გუნდის, ვისთან ერთადაც ყველა სიძნელე დაძლევადი და წარმატება მისაღწევი გახდა. მადლობას ვუხდი პედაგოგთა რეაქციულად განწყობილ ნაწილს, რადგანაც მათი ქმედებები და, ზოგადად, მათი არსებობა მაძლევდა უსამართლობასთან ბრძოლის სტიმულს. ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსწავლეებს, რომელთაგან მე მუდამ ვსწავლობ ცხოვრებას. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების პერიოდში მათი თანადგომა მმატებდა ბრძოლის ძალას და მიათმაგებდა სიმართლის დამტკიცების სურვილს. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ყველაზე დიდი „ნაკლი“ ის არის, რომ ყოველთვის აპოლიტიკური ვიყავი. ეს არ აწყობს არცერთ ხელისუფლებას. მე სკოლაში ვიყავი ჩემს საყვარელ საქმესთან ერთად, რომელსაც ვთვლი, რომ კარგად ვიცნობ და ვაკეთებ და რომელსაც პოლიტიკა არ უნდა ეხებოდეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც ზოგიერთებისთვის, გარკვეული მიზეზების გამო, არასასურველ პიროვნებას, შემექმნა ისეთი პრობლემები, რომელმაც მორალურად გამანადგურა და ღირსება შემილახა. თურმე, მაინც ცოტას ვაკეთებ იმისთვის, რომ ნდობა დავიმსახურო და ჩავითვალო ჩემი საქმის კეთილ გამგრძელებლად. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი. ასე არ უნდა გამიმეტონ! ყოველი განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლის დირექტორი არის კრიმინალი, მე ფსიქოლოგიურად უფრო და უფრო მაშორებს ჩემს საზოგადოებას, ჩემს სკოლას, ჩემს ბავშვებსა და მასწავლებლებს, ვისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვიბრძვი, ვიღწვი, ვისაც ვასწავლი და ვისგანაც ვსწავლობ… იმდენად მაშორებს, რომ, ვაცხადებ, როგორც კი დამტკიცდება ჩემი სიმართლე, მე დავწერ განცხადებას და დავტოვებ თანამდებობას, რადგანაც ამხელა სტრესის შემდეგ რეაბილიტაციის გარეშე ვერ გავაგრძელებ მუშაობას. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც გავმართლდები!!! ღმერთმა გაგვაძლიეროს, მომიტევეთ და ყველას დიდი მადლობა! ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული, თუმცა საუკეთესო წლები!,“ – ნათქვამია მაია ლაპიაშვილის მიერ გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში.

შეგახსენებთ, სიღნაღის პროკურატურამ დედოფლისწყაროს პირველი სკოლის დირექტორს მაია ლაპიაშვილს ბრალი წარუდგინა. /ქიზიყი.ge/

 

ამავე თემაზე: დედოფლისწყაროს პირველი სკოლის დირექტორს პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებას ედავება

მაია ლაპიაშვილი: პროკურორი დუღაშვილი საქმეს „მიკერავდა“ და ეს ჩვენებები გამტყუნდა

მაია ლაპიაშვილი: პროკურორმა შემომთავაზა საპროცესო გარიგება ბრალის აღიარებით და უარი ვთქვი

maia lappp

5 კომენტარი

  1. nato says:

    ვაიიიი,,ეს რა მესმისსსს??????მაიკო უფალი შენსკენ

  2. DD says:

    მაია ლაპიაშვილს არანაირი ბრალი არ მიუძღვის არანაირ საქმეში ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ მან სკოლაში დაამყარა წესრიგიი და პირველი სკოლა მართლაც პირველი გახადა ამ ადამიანმა!!!!

  3. ნინო says:

    ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მაგრამ ამ ქალბატონის უტიფრობას არანიარი საზღვარი არა.

  4. ucha says:

    სკოლის დირექტორია ბოლოსდაბოლოს და ამდენი ლანძღვა არ შეიძლება

  5. მზია says:

    მე მაქვს იმის ბედნიერება, რომ გამეცნო მაია ლაპიაშვილის მუშაობა. ეს ადამიანია ძლიერი მენეჯერი, პრინციპული მმართველი , თავისი საქმის და კანონმდებლობის უბადლო და სკურპულოზულად მცოდნე. ერთადერთი მისი ნაკლია ის, რომ ვერ იტანს უცოდინრობას და ძალზედ ხისტია უცოდინარი და არაკომპეტენტური თანამშრომლების მიმართ. მისი ეშინიათ იმათ, ვინც გრძნობს, რომ გამოაშკარავდება მათი უმეცრება. სამაგიეროდ უყვართ იმათ, ვისთვისაც მისი ცოდნა და გამოცდილება საყრდენი და იმედია. მას რჩევებისთვის მიმართავენ არა მხოლოდ , არამედ სხვა რაიონების დირექტორები და მასწავლებლები. ასეთ ადამიანს არ უნდა შექმნოდა პრობლემები, თუმცა ჩვენს რაიონში არც იყო გასაკვირი, განსაკუთრებით პირველ სკოლაში – აქ ყოველთვის “მეფობდა” კლანი, რომელიც მაია ლაპიაშვილმა უგულებელყო . ზუსტად ამას ვერ პატიობენ აქამდე და ცდილობენ სადავეების დაბრუნებას.

კომენტარის დატოვება


ვის შემადგენლობაში უნდა იყოს კასრისწყალი (ელდარი)?

View Results

Loading ... Loading ...
  • კონტაქტი

    ტელ: 593 275 275;
    ემაილი: info@qiziyi.ge
    კონტაქტის ფორმა
  • “სოჩიკები”

    www.wsa.ge
  • ძებნა

  • ამინდი