køb af canada goose i danmark canada goose jackets where to buy Canada Goose Camp Down Hooded Jacket Brun Dam parajumpers zomer parajumpers training

 

მაესტროს“  გადაცემების ყურება 10 აპრილიდან ორ არხზე – „მაესტროსა“ და „მაესტრო 24“ არის შესაძლებელი. ამის შესახებ „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად „მაესტროს“ 24 საათიანი საინფორმაციო არხის ყურება მხოლოდ „გლობალ ტვ“-ის საშუალებითაა შესაძლებელი, უახლოეს დღეებში კი მაუწყებლობა სხვა საკაბელო კომპანიის  მაყურებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. კიკაბიძე აღნიშნავს, რომ 3 თვის ვადაში ტელეკომპანია სრულყოფილ მაუწყებლობას შეძლებს.

როგორც ტელეკომპანიების გენერალური დირექტორი ამბობს ამ ეტაპზე „მაესტროს“ საეთერო ბადე დამუშავების პროცესშია.

„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ საათში ერთხელ საინფორმაციო გამოშვებები გავა 24 საათიან საინფორმაციო არხზე. 12 საათზე, 3-ზე, 6-სა და 9 საათზე კი, ორივე არხზე იდენტური საინფორმაციო გამოშვებები გავა“, – დასძინა მან.

„მაესტრომ“ განახლებული ეთერით მაუწყებლობა 2013 წლის 13 თებერვალს დაიწყო. არხის ერთ-ერთი მფოლობელის, მამუკა ღლონტის განცხადებით განახლებული ეთერის დაწყებიდან 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე „მაესტროზე“ რეორგანიზაციის პერიოდი იქნება.

„მივიღებთ ორ არხს – „მასეტრო 24“, სადაც 24 საათის განმავლობაში ახალი ამბები გავა და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე „მაესტროს“, რომელზეც გასართობ-შემეცნებითი და საინფორმაციო გადაცემები გავა“, – უთხრა ღლონტმა Media.Ge-ს.

„მაესტროს“ ახალი არხის გახსნის შესახებ „მაესტროს“ დამფუძნებლებმა, მამუკა  ღლონტმა და მაკა ასათიანმა 2012 წლის 9 ნოემბერს ისაუბრეს. დამფუძნებლების თქმით, იქმნებოდა ჰოლდინგი, რომელშიც 2 სატელევიზიო არხი და 2 რადიო არხი უნდა შესულიყო. რადიო „მაესტროს“ გარდა უკვე მაუწყებლობს ახალი რადიო „ვინილი“.

 

კომენტარის დატოვება


ვის შემადგენლობაში უნდა იყოს კასრისწყალი (ელდარი)?

View Results

Loading ... Loading ...
  • კონტაქტი

    ტელ: 593 275 275;
    ემაილი: info@qiziyi.ge
    კონტაქტის ფორმა
  • “სოჩიკები”

    www.wsa.ge
  • ძებნა

  • ამინდი